GeOF — საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაციაGeOFსაქართველოს ორიენტირება

ORGANISATION

ფედერაციის შესახებ

ვქმნით მყარ საფუძველს საქართველოში სპორტული ორიენტირების აღდგენისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის.

ვინ ვართ

ვინ ვართ

საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაცია აერთიანებს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, მასწავლებლებს, კლუბებსა და სპორტის გულშემატკივრებს. ვქმნით ღია, სანდო და საგანმანათლებლო სივრცეს ორიენტირების შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია სპორტული ორიენტირების თანმიმდევრული განვითარება საქართველოს მასშტაბით — სასკოლო პროგრამებისა და ახალი კლუბების მხარდაჭერა, მოსწავლეთა აქტივობებისა და შეჯიბრებების ორგანიზება, მასწავლებლების მომზადება და სპორტის რეგიონებში გავრცელება.

ჩვენი მისია

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ქართული ორიენტირების მემკვიდრეობის დაცვა, ახალი თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, ქართულენოვანი სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შექმნა და ძლიერი, განათლებული სპორტული საზოგადოების ჩამოყალიბება.

საქმიანობის მიმართულებები

სპორტის განვითარება
ახალგაზრდები და სკოლები
სწავლება
რუკების შექმნა
შეჯიბრებები
ისტორიული მემკვიდრეობა
საერთაშორისო თანამშრომლობა

ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

ინფორმაციები მზადების პროცესშია